,,კორძაძის საადვოკატო ბიურომ" Golden Brand -ის დაჯილდოებაზე იურიდიული ფირმების კატეგორიაში No1 Golden Brand-ის ტიტული მოიპოვა.

,,კორძაძის საადვოკატო ბიურომ" Golden Brand -ის დაჯილდოებაზე იურიდიული ფირმების კატეგორიაში No1 Golden Brand-ის ტიტული მოიპოვა. ბიურო აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებულად მეცამეტედ დასახელდა. “Golden Brand-ის დაჯიდლოების ცერემონიალზე, რომელიც 17 ივლისს კლუბ ანდერვილში Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით გაიმართა, წლის საუკეთესო ბრენდები გამოავლინეს.

ყოველწლიურად, საზეიმო ღონისძიებაზე 50 ამდე გამარჯვებული ბრენდი სახელდება. ოქროს ბრენდების კვლევა ყოველწლიურად ტარდება და მასში ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტის ბრენდები მონაწილეობენ. 2019 წლის კვლევაში მონაწილეობა ასამდე ექსპერტმა მიიღო, მათ შორის ექსპერტებმა ეკონომიკურ საკითხებში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტებმა, უმაღლესი სასწავ-ლებლების პროფესორებმა, საკონსულტაციო კომპანიებმა, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა. ასევე ონლაინ გამოიკითხა 2 000-ზე მეტი მომხმარებელი. ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის, ხარისხის და პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული მუშაობის გათვალისწინებით მოხდა. მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული.