აღიარება
 

წარმატებული საქმიანობის შედეგად კორძაძის საადვოკატო ბიურო ცამეტჯერ გახდა „გოლდენ ბრენდის“ ჯილდოს მფლობელი, „სახელები 2007“-ის მიერ მიენიჭა ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო იურიდიულ ფირმას. Chambers & Partners-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში „კორძაძის საადვოკატო ბიურო“ მოხსენიებულია, როგორც „იურიდიულ საზოგადოებაში ღრმად პატივცემული იურიდიული ფირმა, რომელსაც გააჩნია ტრადიცია, იყოს საუკეთესო, როდესაც საქმე ეხება ადგილობრივ დავებს..წყაროები ამბობენ, რომ ფირმა გამოირჩევა კვალიფიციური ექსპერტიზით და საუკეთესო იურიდიული უნარებით“

ბიუროს მმართველ პარტნიორს, ადვოკატ ზვიად კორძაძეს პერსონალურად მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, როგორიცაა საუკეთესო იურისტი, წლის საუკეთესო იურისტი. Chambers & Partners-ის მიხედვით ერთ-ერთი კლიენტი ზვიად კორძაძეს აფასებს როგორც გამორჩეული უნარებისა და ცოდნის მქონე ადვოკატს, რომელსაც შეუძლია სათანადოდ მართოს კომპლექსური დავები და მიაღწიოს კლიენტისათვის სასურველ შედეგს. იგი საქმეში სრულად იხარჯება და არის კლიენტზე ორიენტირებული ადვოკატი.